Tuesday, July 18, 2017

დღე-9
ტრენინგის ბოლო დღეა,ბევრი რამ შემძინა ამ დღეებმა.ვისწავლე როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული პრეზენტაციები, ბევრი ვისაუბრეთ პროექტით სწავლებაზე და ფასილიტაციაზე.
გადავხედეთ ბლოგს,ჩემს მიერ შესრულებულ დავალებებს და დავემშვიდობე ჯგუფს და დაუზარელ ტრენერს.

Monday, July 17, 2017

დღე-8

დღეს მე-7 მოდულის ფარგლებში ვიმუშავეთ.გავარკვიეთ ტუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლების პროცესსა და შეფასების მიზნით,საინტერესო იყო იმის სწაბლა ,თუ როგორ გავუწევ ფასილიტაციას მოსწავლეებს.
 განსაკუთრებით მესიამოვნა, როდესაც თავი მოვუყარე ჩემს ნაშრომებს პორტფოლიოში.
ძალიან ნაყოფიერი დღე მქონდა.

Friday, July 14, 2017

დღე-7

გავიარეთ მე-6-ე მოდული,გავიხსენე გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია და გავარკვიე როგორ დავეხმარო მოსწავლეებს დამოუკიდებელი სწავლის  უნარების ჩამოყალიბებაში.კარგად გავიაზრე ბლუმი-გარდნერის მატრიცა.საჭიროა ის გააზრებულად მოვარგო სიტუაციას.

Wednesday, July 12, 2017

დღე–6

განვიხილეთ დავალებები  და კმაყოფილი დავრჩი,რომ სწორად შემისრულებია,,,
იყო დავალებების შეფასება,უკუკავშირი დავალებებზე.
გავეცანით რუბრიკების ბიბლიოთეკას და მოვახდინეთ ადაპტირება ჩემი პრეზენტაციის შესაბამისად.
ძალიან ნაყოფიერი დღე მქონდა.მადლობა გვანცას, რომელიც ძალიან კომფორტულ გარემოს გვიქმნის.

Saturday, July 8, 2017

დღე-5
გავიაზრე,როგორ მოვახერხო 21-ე საუკუნის უნარების ინტეგრირება.
გავეცანი სასარგებლო ვებსაიტების მოძიების და შეფასების მეთოდებს, ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვაზე.
დავალების შესაბამისად თემა მოსწავლის პოზიციიდან გავიაზრე,ცოტათი შევშინდი...
რთულია...
ველოდები მომდევნო მეცადინეობას, რომ ჩავწვდე მტელს სიღრმეს. 
დღე-4
გავეცანით შეფასების მრავალფეროვნებას:გავეცანი 5 მიზანს,შევავსე სქემა და ჩემი თემის შესაბამისი მეთოდები და ინსტრუმენტები ჩამოვაყალიბე.ნაყოფიერი დღე მქონდა.

Thursday, June 29, 2017


დღე-3
გავაცნობიერე პროექტზე მუშაობის მტელი სირთულე.ვისწავლე ზოგადი და თემატური კითხვების დასმა.თემატური კითხბის დასმა უფრო გამიმარტივდა,ვიდრე ზოგადის.
ტრენერი დროული და შესაბამისი რეკომენდაციებით ძალიან მეხმარებოდა.მის მიერ ჩამოყალიბებული ყველა იდეა ძალიან მარტივად განსახორციელებელია.